Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი დღეს


ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი დღეს შეხვედა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ჯორჯ ტენეტს.

ეგვიპტის პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაკი დღეს შეხვედა შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორს ჯორჯ ტენეტს.

ტენეტი ახლო აღმოსავლეთში იმყოფება, რათა დაეხმაროს პალესტინელებს რეორგანიზება გაუკეთდეს პალესტინელთა უშიშროების სამსახურს.
ტენეტი ხვალ ისრაელის პრემიერს და საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდება.
ახლო აღმოსავლეთში იმყოფება და ასევე მოელაპარაკება ისრაელის და პალესტინელთა ლიდერებს აშშ-ის დესპანი, უილიამ ბერნსი. ის ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ ელიეზერმა გააფრთხილა, რომ სიტუაცია რეგიონში უფრო საშიშია, ვიდრე ეს ჩანს.
დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ხავიერ სოლანამ თქვა, რომ სასწრაფოდ უნდა მოეწყოს ამ კონფლიქტისადმი მიძღვნილი კონფერენცია, რომელმაც უნდა განსაზღვროს პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის ვადა.
XS
SM
MD
LG