Accessibility links

ლიტვას იმედი აქვს, რომ რუსეთი წელს სასაზღვრო ხელშეკრულების რატიფიკაციას მოახდენს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა სასაზღვრო ხელშეკრულება რომელიც 1997 წელს დაიდო რუსეთსა და ლიტვას შორის

და რომელიც ლიტვის პარლამენტმა 3 წლის წინათ მოიწონა, დღემდე არ ყოფილა რატიფიცირებული რუსეთის სახელმწიფო დუმის მიერ. რუსეთი აცხადებს რომ პარლამენტის ქვედა პალატა ხელშეკრულებას ამ წლის დამლევამდე დაამტკიცებს.

ხელშეკრულებით დადგინდება 700 კმ-ის სიგრძის სახმელეთო საზღვარი რუსეთის კალინინგრადის ენკლავთან და 50 კმ-ის სიგრძის საზღვაო საზღვარი საკუთრივ რუსეთთან. ხელშეკრულება არსებული საზღვრების ოფიციალური აღიარებაა და მას არავითარი გართულება არ მოჰყვება. არც ლიტვას და არც რუსეთს არა აქვთ ტერიტორიული პრეტენზიები ერთმანეთის მიმართ და არც რაიმიე სერიზულ კამათს აქვს ადგილი საზღვართან დაკავშირებით.

20 მაისს დუმის საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი როგოზინმა განაცხადა, რომ ხელშეკრულება წლის ბოლომდე იქნება რატიფიცირებული.

ამ აზრს იზიარებს ლიტვის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ალვიდას მედალინსკასი:
[მედალინსკასის ხმა] “მე მგონი რუსეთს ნათლად ესმის, რომ თუ არ მოახდენს ხელშეკრულების რატიფიცირებას იქამდე, სანამ ლიტვა ნატოს მიუერთდება და ევროპის კავშირის წევრი გახდება, მოგვიანებით მას ევროპის კავშირთან და ნატოსთან ექნება საქმე. ეს ორგანიზაციები მოლაპარაკებებში კი უფრო ძნელი და ძლევამოსილი პატნიორები არიან”.

მედალინსკასის თქმით, თუ რა ძნელი იქნება ევროპის კავშირთან მოლაპარაკებების წარმოება, რუსეთმა უკვე დაინახა გასულ კვირაში კალინინგრადის თაობაზე მოლაპარაკებებში. ეს ენკლავი პოლონეთსა და ლიტვას, ევროპის კავშირის აქტიურ კანდიდატქვეყნებს ესაზღრება.

მოსკოვი მოითხოვს კალინინგრადის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმს საკუთრივ რუსეთში მოგზაურობის დროს. ევროპის კავშირი კი თვლის, რომ კალინინგრადელებმა რუსეთში წასასვლელად ლიტვა და პოლონეთი მხოლოდ ვიზით უნდა გადაკვეთონ.

მედალინსკასის თქმით, ეს არ არის სერიოზული მიზეზი რატიფიკაციის გადადებისთვის და ნებისმიერი პრობლემა შეიძლება მოგვარდეს, თუ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი მოითხოვს რატიფიკაციას.

ვლადიმირ ზარიჰინი, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე, აგრეთვე თვლის, რომ რატიფიკაციის გადადება აქამდე მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ მიზეზთა გამო მოხდა.

ლიტვა განსხვავდება ბალტიისპირეთის დანარჩენი ქვეყნებისგან იმით, რომ მას არა აქვს ეროვნული უმცირესობების პრობლემები. ლიტვამ მიიღო მოქალაქეობის კანონი დაფუძნებული ე.წ. ნულოვან ვარიანტზე – ყველა, ვინც ლიტვის დამოუკიდებლობის მიღების მომენტისთვის ცხოვრობდა ქვეყანაში, ლიტვის მოქალაქე გახდა, ისე რომ რატიფიკაციას არაფერი არ უნდა ეღობებოდესო, ამბობს ზარიჰინი.

სხვა აზრისაა ტიმოფეი ბორდაჩევი ანალიტიკოსი კარნეგის ცენტრის მოსკოვის განყოფილებიდან. ის თვლის, რომ კალინინგრადის საკითხმა შეიძლება გააჭიანუროს რატიფიკაციის პროცესი. ბორდაჩევი ფიქრობს, რომ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში შეიძლება შეაფერხონ რატიფიკაცია, რათა პუტინს ევროპის კავშირთან კალინინგრადის თაობაზე მოლაპარაკებებში ერთგვარი კოზირები მიეცეს.

ამასთან, ბორდაჩევი შიშობს, რომ ამ ტაქტიკას შეიძლება უარყოფითი გავლენა ექნეს რუსეთსა და სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს შორის სასაზღვრო მოლაპარაკებებზე. მოსკოვს სურს, ეს ხელშეკრულებები რაც შეიძლება მალე ჰქონდეს ხელთ, მაგრამ საქმეს ართულებს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მრავალრიცხოვანი რუსი უმცირეობანი. ეს ხალხი მიჩვეულია რუსეთში თავისუფლად მოგზაურობას და ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება განხილულ იქნეს, როგორც ოჯახების გაყოფის მცდელობა, და მთავრობა არ მოინდომებს ასეთი სარისკო პოლიტიკური ნაბიჯის გადადგმასო, ამბობს ბორდაჩევი.
XS
SM
MD
LG