Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ხელისუფლებამ უკუაგდო ისრაელის ბრალდებები


პალესტინელთა ხელისუფლებამ უკუაგდო ისრაელის ბრალდებები, რომ იასირ არაფატი არის პასუხისმგებელი დღეს ისრაელის ჩრდილოეთში ავტობუსზე თავდასხმისთვის,

პალესტინელთა ხელისუფლებამ უკუაგდო ისრაელის ბრალდებები, რომ იასირ არაფატი არის პასუხისმგებელი დღეს ისრაელის ჩრდილოეთში ავტობუსზე თავდასხმისთვის,
რომლის დროსაც 16 ადამიანი დაიღუპა. ტერაქტის შემდეგ ისრაელის მთავრობის წარმომადგენელმა არიეჰ მეკელმა თქვა, რომ არაფატმა ბოლო ვერ მოუღო თვითმკვლელთა ტერაქტებს. [მეკელის ხმა] ”ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ყველაფერი ამის უკან იასირა არაფატი დგას. იგი ჭორებს ავრცელებს მომავალი რეფორმების შესახებ და ა.შ., მაგრამ სინამდვილეში არაფერს აკეთებს მთავარ საკითხში – ტერორისთვის ბოლოს მოღებაში, ტერორისტული ორგანიზაციების დაშლაში. იგი არ წყვეტს ამ ტერორისტებისა და მათი თავდასხმების მიმართვას ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ”, განაცხადა მეკელმა. მაგრამ არაფატის წარმომადგენელმა, აჰმედ აბდელ-რაჰმანმა თქვა, რომ ისრაელის უკანასკნელი ბრალდებები პალესტინელთა უშიშროების სამსახურებს ეფექტიანი მუშაობის საშუალებას არ აძლევს.
XS
SM
MD
LG