Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით


პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ინდოეთის მიერ წამოყენებული წინადადება ქაშმირში საზღვრის ერთობლივი პატრულირების დაწყების თაობაზე

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროს თქმით, ინდოეთის მიერ წამოყენებული წინადადება ქაშმირში საზღვრის ერთობლივი პატრულირების დაწყების თაობაზე
– ამჟამინდელი კრიზისის პირობებში არ მოიტანს დადებით შედეგს. მიუხედავად ამისა პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ დელიმ ოფიციალურად უნდა მიმართოს ისლამაბადს ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთობლივი პატრულირების თემა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ატალ ბიჰარი ვაჯპაიმ წამოაყენა დღეს, ალმა-ათაში გამართულ პრესკონფერენციაზე. [ვაჯპაის ხმა] ”თუკი პაკისტანი გადაწყვეტს, რომ ხელს არ შეუწყობს ისლამისტების ინფილტრაციას, მაშინ ორივე ქვეყანა შეძლებს ერთობლივი პატრულირების მექანიზმების შემუშავებას. ერთობლივი პატრულირების საკითხი ადრეც განვიხილეთ და, ამდენად, მისი მიღება შესაძლებელია”, განაცხადა ვაჯპაიმ. გუშინ მუშარაფმა ალმა-ათაში წამოაყენა წინადადება, რომ შეერთებულმა შტატებმა და გაერომ გაუწიონ მეთვალყურეობა საზღვარს ქაშმირში.
XS
SM
MD
LG