Accessibility links

logo-print

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს


პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს აშშ-ის წარგზავნილს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჯს უთხრა, რომ პაკისტანი არ დაიწყებს ინდოეთთან ომს

პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა დღეს აშშ-ის წარგზავნილს, სახელმწიფო მდივნის მოადგილე რიჩარდ არმიტაჯს უთხრა, რომ პაკისტანი არ დაიწყებს ინდოეთთან ომს
ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული უთანხმოების გამომწვევი ქაშმირის გამო. როგორც არმიტაჯმა ისლამაბადში გამართული შეხვედრის შემდეგ თქვა: [არმიტაჯის ხმა] ”საუბარმა პრეზიდენტ მუშარაფთან ჩემთვის სავსებით ნათელი გახადა, რომ მისი სურვილია, ყველა ღონე იხმაროს ომის თავიდან ასაცილებლად და ვფიქრობ, ეს კარგი საფუძველია წინსვლის მისაღწევად”. არმიტაჯის მიზანია ორ ქვეყანას შორის დაძაბულობის განმუხტვა. ხვალ ის დელიში ჩავა და ინდოეთის ლიდერებს შეხვდება. ამასობაში ინდოეთის მრჩეველმა სახელმწიფო უშიშროების საკითხებში ბრაჯეშ ჩანდრა მიშრამ დაადასტურა თავისი ქვეყნის უარყოფითი დამოკიდებულება პაკისტანის ინიციატივისადმი, რომელიც ითვალისწინებს ქაშმირის გამყოფ საზღვარზე მრავალეროვანი ჯარების გუშაგობას. ინდოეთი ემხრობა ამ საზღვარზე ინდოეთისა და პაკისტანის ჯარების ერთობლივ გუშაგობას. იუწყებიან აგრეთვე, რომ ინდოეთისა და პაკისტანის ჯარებს შორის დღესაც გრძელდებოდა ურთიერთსროლა ქაშმირის გამყოფი საზღვრის გასწვრივ.
XS
SM
MD
LG