Accessibility links

logo-print

ისრაელის ტანკები დღეს ისევ დაბრუნდნენ


ისრაელის ტანკები დღეს ისევ დაბრუნდნენ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში,

ისრაელის ტანკები დღეს ისევ დაბრუნდნენ მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ქალაქ რამალაში,
საიდანაც რამდენიმე საათით ადრე გავიდნენ, მას შემდეგ რაც იერიში მიიტანეს პალესტინელთა ლიდერ იასირ არაფატის შტაბ-ბინაზე. პალესტინელების უშიშროების უწყების ოფიციალური წარმომადგენლების განცხადებით, დღევანდელი მეორე იერიშის დროს ისრაელის შვეულმფრენებმა ცეცხლი დაუშინეს რამდენიმე ობიექტს რამალაში. ისრაელის მეორე იერიშის დაწყებამდე იასირ არაფატმა მსოფლიოს მოუწოდა, საკუთარი თვალით ნახოს, რას აკეთებს ისრაელი ამ რეგიონში: [არაფატის ხმა] ”ეს არის მიმართვა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობისადმი, შეხედოს ფაშიზმსა და აგრესიას, მიმართულს პალესტინელი ხალხის შტაბ-ბინის წინააღმდეგ”. ისრაელის არმია რამალაში სამხედრო ოპერაციას ამართლებს აუცილებლობით, უპასუხოს ისრაელში პალესტინელი თვითმკვლელების იერიშებს, რომელთაგან ერთ-ერთმა (გუშინ ავტობუსში მოწყობილმა აფეთქებამ) 17 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG