Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრუსელში გაიმართა ნატოს წევრი 19


ბრუსელში გაიმართა ნატოს წევრი 19 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა,

ბრუსელში გაიმართა ნატოს წევრი 19 სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა,
რომელზეც შეთანხმდნენ, რომ ალიანსს ესაჭიროება შესაძლებლობების გაფართოება ტერორისტული თავდასხმების საფრთხისათვის თავის გასართმევად. როგორც შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა, დონალდ რამსფელდმა აღნიშნა, მან ნატოელ კოლეგებთან გაცვალა სადაზვერვო ინფორმაცია, რომელიც ცხადყოფს ტერორიზმის საფრთხის სერიოზულობას - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ტერორისტები ხელთ იგდებენ მასობრივი განადგურების იარაღს. რამსფელდის სიტყვებით: [დონალდ რამსფელდის ხმა] ”ეს არ არის თეორიული მუქარა. ის რეალურია, საშიშია. თუ სათანადოდ არ მოვემზადეთ მის აღსაკვეთად, შესაძლოა ჩვენს ქვეყნებში გავხდეთ ისეთი მოვლენების მოწმე, რომლებიც 11 სექტემბრის ტერაქტებს დაჩრდილავს”. ხოლო ნატოს გენერალური მდივნის, ჯორჯ რობერტსონის განცხადებით, ნატოს მინისტრები შეთანხმდნენ, რომ დაიწყებენ მუშაობას ალიანსის სარდლობისა და საკონტროლო სტრუქტურების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე შეიარაღების ახალი სისტემების შემოსაღებად. მაგრამ ნატოს წევრებმა უარი თქვეს თავდაცვის ხმრჯების გაზრდაზე, რასაც შეერთებული შტატები მოითხოვს.
XS
SM
MD
LG