Accessibility links

logo-print

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ხელს


რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებას კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის რესურსების განაწილების შესახებ.

რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტები ხელს მოაწერენ ორმხრივ შეთანხმებას კასპიის ზღვის ნავთობისა და გაზის რესურსების განაწილების შესახებ.
ამის შესახებ დღეს აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვილაიათ გულიევმა უთხრა საინფორმაციო სააგენტო ”რეიტერს”. ამ ცნობით, ვლადიმირ პუტინი და ჰეიდარ ალიევი შეთანხმებას ხელს მოაწერენ კვირას სანქტ-პეტერბურგში. გასულ თვეში რუსეთმა ასეთივე შეთანხმება გააფორმა ყაზახეთთან, მას შემდეგ რაც აპრილში წარუმატებლად დამთავრდა კასპიის ზღვის მიმდებარე 5-ვე ქვეყნის მოლაპარაკება ერთობლივი შეთანხმების დადების მიზნით.
XS
SM
MD
LG