Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ოფიციალურად ცნო


შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ოფიციალურად ცნო ”საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად”.

შეერთებულმა შტატებმა რუსეთი ოფიციალურად ცნო ”საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნად”.
ამ გადაწყვეტილების შედეგად, სავაჭრო საკითხების განხილვისას რუსეთს ისევე მოეპყრობიან, როგორც ვაშინგტონის დანარჩენ მსხვილ სავაჭრო პარტნიორებს. აქამდე რუსეთი მიეკუთვნებოდა ”საბზრო ეკონომიკის არ-მქონე ქვეყნების” კატეგორიას. ეს ნიშნავს, რომ შეერთებული შტატების ვაჭრობის სამინისტრო იმპორტის საკითხების განხილვისას ვერ გაითვალისწინებდა რუსეთის ადგილობრივი ბაზრის, როგორც წესი, უფრო დაბალ ფასებს. ახლა კი შეერთებულმა შტატებმა ანგარიში უნდა გაუწიოს რუსეთის მაჩვენებლებს. როგორც შეერთებული შტატების ვაჭრობის მინისტრი დონ ევანსი წერილობით განცხადებაში აღნიშნავს, რუსეთის ახალი სტატუსი ირეკლავს ამ ქვეყანაში ბოლო ათწლეულის მანძილზე მომხდარ უზარმაზარ ეკონომიკურ ცვლილებებს.
XS
SM
MD
LG