Accessibility links

8 სამოქალაქო პირი და რამდენიმე


8 სამოქალაქო პირი და რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა დღეს ქაშმირში, ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე შეტაკებების შედეგად.

8 სამოქალაქო პირი და რამდენიმე ჯარისკაცი დაიღუპა დღეს ქაშმირში, ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე შეტაკებების შედეგად.
ორივე მხარემ მოწინააღმდეგეს დასდო ბრალი ცეცხლის გახსნაში. ხუთი სამოქალაქო პირი პაკისტანის მხარეს დაიღუპა, 3 – ინდოეთისაზე. ინდოეთის თავდაცვის მინისტრმა ჯასვანთ სიგჰმა თქვა, რომ პაკისტანის სულ ცოტა 7 ჯარისკაცი დაიღუპა ან დაიჭრა პონჩის რეგიონში ინდოეთის ჯარების მიერ საპასუხო ცეცხლის გახსნის შედეგად. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან, რიჩარდ არმიტიჯთან შეხვედრაზე სიგჰმა თქვა, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა მშვიდობისკენ უნდა იარონ. [სიგჰის ხმა] ”ჩვენ მომხრე ვართ მშვიდობის გზით სიარულისა, ვინაიდან მშვიდობას ალტერნატივა არ მოეპოვება. ინდოეთი მყარად არის ამაში დარწმუნებული”, თქვა სიგჰმა. როგორც ინდოეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ნირუპამა რაომ თქვა, უახლოესი დღეების მანძილზე ინდოეთი პაკისტანისგან კონკრეტულ ნაბიჯებს მოელის ინფილტრაციის შეწყვეტისა და ტერორიზმის ინფრასტრუქტურის განადგურების საქმეში.
XS
SM
MD
LG