Accessibility links

logo-print

რუსეთის, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის


რუსეთის, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტებმა დღეს სანკტ პეტერბურგში შეხვედრა გამართეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტებს,

რუსეთის, ჩინეთისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების პრეზიდენტებმა დღეს სანკტ პეტერბურგში შეხვედრა გამართეს და ხელი მოაწერეს დოკუმენტებს,
რითაც მათი ჯგუფი ოფიციალურ საერთაშორისო ორგანიზაციად გააფორმეს და დასახეს მისი მიზნები. შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციას, როგორც მას ეწოდება, მუდმივმოქმედი სამდივნო პეკინში ექნება. მისი მიზნებია ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კონფლიქტებისთვის ხელის შეშლა და ცენტრალურ აზიაში უშიშროების უზრუნველყოფა. ექვსი ლიდერი შეთანხმდა აგრეთვე ერთობლივი რეგიონული ანტიტერორისტული სტრუქტურის შექმნაზე, რომელსაც ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში ექნება შტაბ-ბინა. ჯგუფი შანხაიში ჩამოყალიბდა 1996 წელს, რათა ჩინეთის საზღვრის გასწვრივ სხვა წევრებთან დაძაბულობის განელებისთვის შეეწყო ხელი. ჯგუფს, რომელშიც თავდაპირველად რუსეთი, ჩინეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი შედიოდნენ, ”შანხაის ხუთეული” ეწოდებოდა. გასულ წელს მას უზბეკეთიც დაემატა.
XS
SM
MD
LG