Accessibility links

logo-print

ოფიციალურმა სოხუმმა პარასკევს გუდაუთის სამხედრო


ოფიციალურმა სოხუმმა პარასკევს გუდაუთის სამხედრო ბაზის მონიტორინგის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.

ოფიციალურმა სოხუმმა პარასკევს გუდაუთის სამხედრო ბაზის მონიტორინგის შესახებ მზადყოფნა გამოთქვა.
ამ შენაერთის დაშლის თაობაზე ეუთოს 1999 წლის სტამბულის სამიტის გადაწყვეტილებით რუსეთმა ვალდებულება იკისრა. როგორც პრაიმ-ნიუსს სოხუმის მთავრობის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გივი აგრბამ უთხრა, ,,აფხაზეთი თანახმაა მონიტორინგის განხორციელებაზე, თუმცა ამ პროცესში ქართული მხარის წარმომადგენლებმა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ”. მან თავი შეიკავა სოხუმის აღნიშნული პოზიციის დაკონკრეტებაზე. გივი აგრბას თქმით, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მონიტორინგის განხორციელების შემდეგ ამ ბაზის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით რუსეთისადმი გამოთქმული ყველა პრეტენზია უნდა მოიხსნას.
XS
SM
MD
LG