Accessibility links

ფრენკლინ და ელეონორა რუზველტის სახელობის


ფრენკლინ და ელეონორა რუზველტის სახელობის ამერიკულმა ინსტიტუტმა ”სიტყვის თავისუფლების მედლით” დააჯილდოვა

ფრენკლინ და ელეონორა რუზველტის სახელობის ამერიკულმა ინსტიტუტმა ”სიტყვის თავისუფლების მედლით” დააჯილდოვა
პრაღაში დაფუძნებული რადიოსადგური ”თავისუფლება-თავისუფალი ევროპა. როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, ჯილდო რადიოსადგურმა, დემოკრატიის ძირითადი პრინციპის, იდეების თავისუფალი გაცვლისადმი დაუღალავი მხარდაჭერისათვის მიიღო. ”სიტყვის თავისუფლების მედალი” რადიო ”თავისუფლებისა და თავისუფალი ევროპის” პრეზიდენტს ტომას დაინს გადასცეს ჰოლანდიის ქალაქ მიდელბურგში. ინსტიტუტმა სპეციალური ჯილდოები გადასცა ასევე სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკისა და მექსიკის ყოფილ პრეზიდენტებს: ნელსონ მანდელასა და ერნესტო სედილიოს.
XS
SM
MD
LG