Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, სულ


გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, სულ ცოტა 45 ავღანელი ლტოლვილი დაიღუპა ქაბულის მახლობლად,

გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ცნობით, სულ ცოტა 45 ავღანელი ლტოლვილი დაიღუპა ქაბულის მახლობლად,
როცა ავტობუსი, რომლითაც ისინი მეზობელი პაკისტანიდან ბრუდებოდნენ სამშობლოში – მდინარეში გადაიჩეხა. როგორც სააგენტოს წარმომადგენელმა იუსუფ ჰასანმა აცნობა ჟურნალისტებს, ავტობუსში, ლტოლვილთა 6 ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ. გაეროს უწყებამ აპრილში დაიწყო ავღანელი ლტოლვილების დაბრუნება სამშობლოში, რომელთაგან ზოგიერთი, ოც წელზე მეტი ხნის მანძილზე იყო მოწყვეტილი მშობლიურ კერას. სააგენტომ 800,000-ზე მეტი ლტოლვილი დააბრუნა უკვე პაკისტანიდან, და აცხადებს, რომ სახსრები ესაჭიროება სხვების დასაბრუნებლად. პაკისტანის ხელისუფალთა გამოანგარიშებით, ქვეყანაში ორნახევარ მილიონამდე ავღანელი ლტოლვილია დარჩენილი.
XS
SM
MD
LG