Accessibility links

logo-print

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი სანკტ-პეტერბურგში


აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა დღეს პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა დღეს პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად.
გამგზავრების წინ ალიევმა ბაქოში განაცხადა, რომ იგი და პუტინი არ მოაწერენ ხელს ორმხრივ შეთანხმებას რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის კასპიის ზღვის ფსკერის გაყოფის თაობაზე, რაც, ალიევის თქმით, ტექნიკური მიზეზებითაა გამოწვეული. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა ასევე განაცხადა, რომ ტექნიკური პრობლემები აყოვნებენ შეთანხმების ხელმოწერას, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ისინი, სულ მალე მოგვარდება. ასეთივე შეთანხმებას ყაზახეთთან, მაისში მოაწერა ხელი რუსეთმა.
XS
SM
MD
LG