Accessibility links

logo-print

პაკისტანის არტილერიამ სატელევიზიო კოშკი დაანგრია


პაკისტანის არტილერიამ სატელევიზიო კოშკი დაანგრია ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც ინდოეთის კონტროლქვეშაა,

პაკისტანის არტილერიამ სატელევიზიო კოშკი დაანგრია ქაშმირის იმ ნაწილში, რომელიც ინდოეთის კონტროლქვეშაა,
ხოლო ისლამისტმა სეპარატისტებმა 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს იმავე რეგიონში. შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილემ რიჩარდ არმიტიჯმა, ჯერ პაკისტანის პრეზიდენტთან, ფერფეზ მუშარაფთან, ხოლო შემდეგ ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ათალ ბიჰარი ვაჯპაისთან მოლაპარაკების შემდეგ შაბათს განაცხადა, რომ დაძაბულობა ქაშმირში თანდათანობით კლებულობს. ოთხშაბასა და ხუთშაბათს, პაკისტანსა და ინდოეთს შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ეწვევა. ამასობაში პაკისტანი პროტესტს გამოთქვამს იმის გამო, რომ ინდოეთის მზვერავმა თვითმფრინავმა, როგორც ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, პარასკევს განზრახ დაარღვია პაკისტანის საჰაერო სივრცე. პაკისტანის ავიაგამანადგურებელმა ინდოეთის საზღვრის მახლობლად ჩამოაგდო ეს თვითმფრინავი.
XS
SM
MD
LG