Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი შეერთებულ


ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი შეერთებულ შტატებში ჩავიდა დღეს,

ისრაელის პრემიერ-მინისტრი არიელ შარონი შეერთებულ შტატებში ჩავიდა დღეს,
სადაც პრეზიდენტ ბუშთან გამართავს ორშაბათს მოლაპარაკებას. შეხვედრის წინ შარონმა განაცხადა, რომ ვიდრე პალესტინელთა მხრიდან არ შეწყდება თავდასხმები, შეუძლებელია მათთან სამშვიდობო მოლაპარაკების განახლება. შაბათს ჯორჯ ბუშმა, ეგვიპტის პრეზიდენტთან, ჰოსნი მუბარაკთან მოლაპარაკების შემდეგ განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჯერჯერობით არაა მზად – კონკრეტული ვადები განიხილოს პალესტინის სუვერენული სახელმწიფოს დაარსებისა. შარონი, თავის მხრივ, ისრაელ-პალესტინელთა გრძელვადიანი სამშვიდობო შეთანხმების დადებამდე, წინააღმდეგია პალესტინელთა დამოუკიდებლობის გამოცხადებისა.
XS
SM
MD
LG