Accessibility links

logo-print

ავღანეთის ყოფილმა მეფემ მოჰამად


ავღანეთის ყოფილმა მეფემ მოჰამად ზაჰირ შაჰმა განაცხადა, რომ მომავალი გარადამავალი მთავრობის არჩევისას, ქვეყნის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის,

ავღანეთის ყოფილმა მეფემ მოჰამად ზაჰირ შაჰმა განაცხადა, რომ მომავალი გარადამავალი მთავრობის არჩევისას, ქვეყნის დროებითი ადმინისტრაციის უფროსის,
ჰამიდ კარზაის კანდიდატურას დაჭერს მხარს. ორშაბათს ზაჰირ შაჰი გახსნის სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს სხდომას "”ლოია-ჯირგას", რომელმაც ერთ კვირაში, ახალი მთავრობა უნდა აირჩიოს. შაბათს, კარზაის კანდიდატურას ავღანეთის თავდაცვის მინისტრმა მოჰამად ფაჰიმმა დაუჭირა მხარი. ფაჰიმი, ავღანელი ტაჯიკების პარტიის, ”ჯამია-ი-ისლამის” წარმომადგენელია. ამ პარტიის წარმომადგენლები, ავღანეთის დროებით ადმინისტრაციაში თავდაცვისა და საგარეო-პოლიტიკურ უწყებებს, აგრეთვე შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობენ.
XS
SM
MD
LG