Accessibility links

logo-print

ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი და ქველმოქმედი


ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი და ქველმოქმედი ჯორჯ სოროსი ”დეიტონის სამშვიდობო პრემიით” დაჯილდოვდა.

ცნობილი ამერიკელი ფინანსისტი და ქველმოქმედი ჯორჯ
სოროსი ”დეიტონის სამშვიდობო პრემიით” დაჯილდოვდა.
ამერიკის ქალაქ დეიტონში 1995 წელს დადებულმა შეთანხმებამ, ბოსნიაში ბოლო მოუღო სამოქალაქო ომს, რომელმაც 200,000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ომის მსვლელობისას 1992 წელს, სოროსმა 50 მილიონი დოლარი გაიღო პირადი სახსრებიდან ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს მკვიდრთა დასახმარებლად. მარტო 2000 წელს სოროსის ფონდმა მილიარდ 500,000-დე დოლარი გამოყო მსოფლიოს სხვადასხვა, მათ შორის ბალკანეთის ქვეყნებში განათლებისა და ჯანმრთელობის დაცვის სისტემების დასახმარებლად. დეიტონის პრემიის ლაურეატი გასულ წელს, შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი ბილ კლინტონი გახდა.
XS
SM
MD
LG