Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ


რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ მიიღო ამერიკის კენტუკის შტატის ეპისკოპოსის, კენდრიკ უილიამსის გადადგომა.

რომის პაპმა იოანე პავლე მეორემ მიიღო ამერიკის კენტუკის შტატის ეპისკოპოსის, კენდრიკ უილიამსის გადადგომა.
უილიამსს ბავშვებთან სექსუალური ურთიერთობების მცდელობებში ედება ბრალი. უილიამსი მესამე ამერიკელი სასულიერო პირია, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა თავისი თანამდებობა შეერთებული შტატების კათოლიკურ ეკლესიაში მომხდარი სკანდალის გამო. ეკლესიის რამდენიმე მსახურს პედოფილიაში ედება ბრალი. უილიამსის გადადგომის შესახებ ცნობა წინ უსწრებს დალასში ამერიკის ეპისკოპოსების შეხვედრას, რომელზეც იმსჯელებენ სასულიერო პირთა შორის სექსუალური ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ზომების შესახებ.
XS
SM
MD
LG