Accessibility links

ისლამური ხელოვნების გამოფენა ვაშინგტონსა და ნიუ-იორკში


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ვაშინგტონსა და ნიუ იორკში, შეერთებული შტატების იმ ორ ქალაქში,

რომელზეც ისლამისტმა ექსტრემისტებმა გასული წლის 11 სექტემბერს მოაწყვეს ტერორისტული თავდასხმები, ისლამური ხელოვნების გამოფენები მოეწყო.

მაშინ როცა ისლამი მრავალის თვალში ტერორიზმსა და შუწყნარებლობას უკავშირდება, მსოფლიო კულტურაში ისლამის მიერ შეტანილ წვლილზე ყურადღების გამახვილებას მეტად დიდი მნიშვნელობა აქვს.

ვაშინგტონსა და ნიუ იორკს, ორი ქალაქს, რომელზეც ისლამისტმა ფუნდამენტალისტებმა მოაწყვეს ტერორიტული თავდასხმები, რომლებშიც რამდენიმე ათასი ადამიანის დაიღუპა, აქვს ისლამური ხელოვნების მსოფლიოში საუკუთესო კოლექციები. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ ისლამური კულტურის გამოფენების მოწყობა 11 სექტემბრამდე გაცილებით უფრო ადრე იყო ჩაფიქრებული.

ვაშინგტონში სმითსონის ეროვნული მუზეუმის აზიის ხელოვნების განყოფილების ორ გალერეაში – ფრირ და ართურ საკლერის გალერეებში გამოფენიალია მე-16 და მე-17 საუკუნეების სპარსული მინიატურა.

ნიუ იორკის მეტროპოლიტენ მუზეუმში მინისა და იუველირული ისლამური ნაკეთობებია წარმოდგენილი. გამოფენა გაიხსნა გასული წლის ოქტომბერში, როცა ტურიზმისა და მუზეუმებში სიარულის დონემ მინიმუმს მიაღწია, ტერორიზმის შიშით. მაგრამ, როგორც მეტროპოლიტენ მუზეუმის ისლამური განყოფილების კურატორის მოადგილე სტეფანო კარბონი ამბობს, ნიუ ორკელებმა ისლამური ხელოვნების გამოფენას ყურადღება არ დააკლეს.
ერთერთი ექსპოზიცია “სულთანების მინა” დაახლოებით 160 ექსპონატს შეიცავს: მე-10 საუკუნის მოზაიკურ მინას ერაყიდან და მე-14 საუკუნის მომინანქრებულ და მოვარაყებულ მინას ეგვიპტესა და სირიიდან. კიდევ ერთი ექსპოზიცია ინდოეთის ხელოვნებას ეხება. ეს არის 1526-1858 წლების მოგოლური პერიოდის ხელსაქმის ნაკეთობა: ჩინებულად დამუშავებული ლალი და ზურმუხტი, ოქრომჭედლობის ნიმუშები.

მეტში, ასე ეძახიან მეტროპოლიტენ მუზეუმს, გამოფენილია მოგოლების საიუველირო ნაკეთობები ქუვეითის შეიხის ნასერ საბათ ალ-აჰმად ალ-შაბაჰის კოლექციიდან. 1990 წელს, როცა ერაყი ქუვეითში შეიჭრა, ეს კოლექცია ბაღდადში იქნა გატანილი. მაგრამ საგანთა უმრავლესობა გაეროს დახმარებით დაუბრუნეს პატრონს. თვით მუზეუმს ისლამური ხელოვნების თითქმის 12 ათასი საგანი აქვს.

გამოფენის მნიშვნელობას კარბონი ასე ახასიათებს:
[კარბონის ხმა] “ხელოვნების ეს ნიმუშები აჩვენებს მნახველებს, რომ ამ ცივილიზაციამ შეჰქმნა დიდი ხელოვნება…ჩვენ უნდა შევხედოთ ისლამური სამყაროს მიღწევების დადებით მხარეს.”

ვაშინგტონელი ხელოვნებათმცოდნის მასუმე ფარადის თქმით, ისლამური ოქროს ხანის ხელოვნებისთვის დამახასიათებელია ფუნქციონალიზმი: “ყოველ ნივთს,აქვს თავისი ფუნქცია. შესანიშნავად ილუსტრირებული მანუსკრიპტებსაც კი. ესენია წიგნები, რომლის ილუსტრაციები შინაასის გაგებაში ეხმარება მკითხველს”.

პრინსტონის უნივერსიტეტის პროფესორის იგორ გრაბარის თქმით, ისლამური ხელოვნება ცხოვრების პრაქტიკულ მხარეზე იყო კონცენტრირებული – ქსოვილებზე, კერამიკაზე, არქიტექტურაზე. გრაბარის აზრით, ისლამურ სამყაროში რელიგიის გავლენა ხელოვნებაზე გაცილებით უფრო სუსტი იყო, ვიდრე ქრისტიანულ ევროპაში.
[გრაბარის ხმა] “ხელოვნების საგნების უმრავლესობის დანიშნულებაა გახადოს ცხოვრება უფრო სასიამოვნო. მაგალითად ხალიჩა, რომელიც ძალიან ამშვენებს ადამიანის ყოფას…დასავლეთმა ეს მხოლოდ აღორძინების ხანაში დაიწყო.”

ვაშინგიონის ფრირისა და საკლერის გალერეები 26 ივნსს აწყობენ წარმოდგენას სახელწოდებით, “ჰამზას თავგადასავალი”.ეს სათავგადასავლო ამბავი გავრცელებულია ირანსა და ინდოეთში და მოგვითხრობს მოჰამედ წინასწარმეტყველის ბიძის შესახებ, რომელიც მოგზაურობდა და ავრცელებდა ისლამის დოქტრინას.

ამ გამოფენის შესახებ მეტის გაგებისა და ნახვის მსურველთ შეუძლიათ ესტუმრონ მეტროპოლიტენ მუზეუმის საინტერნეტო ვებსაიტს.

http://www.metmuseum.org/special/Treasury-of-theWorld/Mughals-more.ht
XS
SM
MD
LG