Accessibility links

logo-print

აფეთქება მოხდა თელ-ავივის ჩრდილოეთით მდებარე


აფეთქება მოხდა თელ-ავივის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰერცლიის ერთ-ერთ რესტორანში.

აფეთქება მოხდა თელ-ავივის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ჰერცლიის ერთ-ერთ რესტორანში.
როგორც იტყობინებიან, დაიჭრა სულ ცოტა 9 ადამიანი. ორი მათგანი – მძიმედ. თვითმკვლელი ტერორისტი დაიღუპა. სულ ცოტა სამი ადამიანი დაიჭრა დღეს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, როცა ისრაელის ავტობუსის მახლობლად ბომბი აფეთქდა. აფეთქებას წინ უსწრებდა ისრაელის ახალი რეიდები პალესტინელთა ტერიტორიებზე, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. რეიდები გაძლიერდა მას მერე, რაც შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრ არიელ შარონს უთხრა, რომ ისრაელს უფლება აქვს, თავი დაიცვას პალესტინელებისგან. [ნახშონის ხმა] ”ბუშსა და შარონს შორის შეხვედრის შედეგი ერთობ პოზიტიურად გამოიყურება და ჩვენ სიამოვნებით აღვნიშნავთ, რომ ამერიკის ადმინისტრაციამ და მერიკის პრეზიდენტმაც გაიზიარეს ისრაელის პოზიციაო”, განაცხადა ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ემანუელ ნახშონმა.
XS
SM
MD
LG