Accessibility links

logo-print

ქაბულში დასრულდა სრულიად ავღანეთის უხუცესთა


ქაბულში დასრულდა სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს, ლოია ჯირგის, პირველი სხდომა.

ქაბულში დასრულდა სრულიად ავღანეთის უხუცესთა საბჭოს, ლოია ჯირგის, პირველი სხდომა.
ლოია ჯირგამ ქვეყნის გარდამავალი მთავრობა უნდა აირჩიოს. იგი გახსნა ყოფილმა მეფემ ზაჰირ შაჰმა, რომელმაც მხარი დაუჭირა სახელმწიფოს მეთაურად დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ჰამიდ კარზაის არჩევას. თავის მხრივ კარზაიმ წინადადება წამოაყენა, რომ ზაჰირ შაჰს ოფიციალურად ეწოდოს ”ერის მამა” და მნიშვნელოვანი ცერემონიული უფლებამოსილებები მიენიჭოს. ლოია ჯირგის გახსნაზე გამოსვლისას კარზაიმ აგრეთვე წინადადება წამოაყენა, რომ მეფემ კვლავ პრეზიდენტის სასახლეში დაიდოს ბინა. დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრმა იუნუს ყანუნიმ ლოია ჯირგაზე გამოაცხადა, რომ იგი მზადაა გადადგეს ეროვნული ერთობის გაძლიერების ინტერესებიდან გამომდინარე. ლოია ჯირგა საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ მოჰამად ისაელ ყასემიარმა გახსნა ნაცვლად ყოფილი მეფისა, რომელსაც უნდა შეესრულებინა ეს მოვალეობა. ზაჰირ შაჰი ესწრება ლოია ჯირგას.
XS
SM
MD
LG