Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალბანეთში აპირებენ მაღალი რანგის ჩინოვნიკების ქონების დეკლარაციების შემოწმებას


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ალბანეთის მთავრობამ ანტიკორუფციული კანონპროექტი შეიმუშავა. ეს იქნება პირველი დიდი გალაშქრება მექრთამეობის წინააღმდეგ, მოვლენისა, რომელიც აფერხებს ქვეყნის განვითარებას კომუნიზმის დაცემის შემდეგ 1990 წელს.



კანონპროექტი ითვალისწინებს საგანგებო კომისიის შექმნას, რომელსაც მიეცემა უფლება შეამოწმოს დაახლოებით 5 ათასი მაღალი და საშუალო რანგის ჩინოვნიკის ქონების დეკლარაციების სისწორე.
პარლამენტი კანონპროექტს ამ თვის ბოლოს გაიხილავს და მისი მიღებიდან მოკლე ხნის შემდეგ ის კანონის ძალას შეიძენს.

კომისიას, რომლის წევრებს პარლამენტი დანიშავს, ფართო უფლებამოსილება მიეცემა: შეეძლება საბანკო ანგარიშებისა და კერძო საწარმოების შემოწმება. სასჯელი ელის ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვის მიერ წარდგენილი ანგარიში ქონების შესახებ არ აღმოჩნდება სწორი.

როგორც აღნიშნავს ალბანეთის მთავრობის ანტიკორუფციულ საქმეთა მინისტრი, ნდრე ლეიგისი ოფიციალური პირები 1993 წლის შემდეგ ვალდებული არიან წარადგინონ ანგარიში მათი ქონებოივი მდგომარეობის შესახებ, მაგრამ ამ დეკლარაციების შემოწმება, კანონმდებლობაში ხარვეზების გამო, არ ხერხდებოდა. “პოლიტიკოსებს და სახელმწიფოს მაღალი რანგის პირებს არ უნდა ეგონოთ, რომ ისინი არ ექვემდებარებიან კონტროლს და შეუძლიათ უპასუხისმგებლოდ მოქცევაო”, თქვა მან.

კანონპროექტის შემუშავებაში ალბანეთს დაეხმარა “საერთაშორისო მენეჯმენტის სისტემა” – საკონსულტაციო ფირმა, რომელიც შუა აზიაშიც ადევნებს თვალს მსგავს პროექტებს. ამ ფირმის ალბანური პროექტის დირექტორი, ამერიკის მოქალაქე კარლოს გუერერო, ამბობს, რომ კორუფციას ალბანეთში უყურებენ როგორც ცხოვრების სტილს, და არა მანკს, რომლის აღმოფხვრაა საჭირო. მისი თქმით, ამ მოვლენას მოსახლეობა ტოლერანტულად ეკიდება.

კიდევ ერთი ანტიკორუფციული ნაბიჯი, რომელიც ამას წინათ გადაიდგა, არის იმ არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციის შექმნა, რომლებისც ამ სფეროში მუშაობენ. ის ეხმარება კორუფციის მსხვეპლთ და სამ თვეზე ნაკლები დროის განმავლოაში უკვე 300 საქმეზე მეტი განიხილა.

შეერთებული შტატების საერთშორისო განვითარების სააგენტო ერთ-ერთი მთავარი ორგანიზაციაა, რომელიც ეხმარება ალბანეთს მის ანტიკორუფციულ მცდელობებში. მის მიერ ამამ წინათ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპაში ალბანეთი რეგიონის “ჩემპიონია” მექრთამების სფეროში, იტოვებს უკან რუმინეთს, ბულგარეთსა და ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკებს.

კორუფციაში ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატები რომ იმართებოდეს, ალბანეთს ალბათ სერიოზული მეტოქე ეყოლებოდა საქართველოს სახით.
XS
SM
MD
LG