Accessibility links

logo-print

13 ივნისს ამოიწურა ანტიბალისტიკური სარაკეტო


13 ივნისს ამოიწურა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულების მოქმედების 30-წლიანი ვადა.

13 ივნისს ამოიწურა ანტიბალისტიკური სარაკეტო ხელშეკრულების მოქმედების 30-წლიანი ვადა.
მას 1972 წლის მაისში ხელი მოაწერეს შეერთებული შტატებისა და საბჭოთა კავშირის ლიდერებმა: რიჩარდ ნიქსონმა და ლეონიდ ბრეჟნევმა. ვაშინგტონი უკვე შეუდგა ანტისარაკეტო თავდაცვის ახალ სისტემაზე მუშაობას მას შემდეგ, რაც გასული წლის დეკემბერში პრეზიდენტმა ბუშმა გამოაცხადა, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ, ანტიბალისტიკურმა სარაკეტო ხელშეკრულებამ დაკარგა თავისი სტრატეგიული მნიშვნელობა. ხოლო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ ივანმა ხელშეკრულების მოქმედების შეწყვეტის გამო თავისი ქვეყნის სინანული გამოთქვა და აღნიშნა, რომ აუცილებელია მუშაობა მომხდარის უარყოფითი შედეგების მინიმუმამდე დასაყვანად.
XS
SM
MD
LG