Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა შეაქო ქაშმირის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა შეაქო ქაშმირის კონლიქტში დაპირისპირებული ორივე ქვეყანა დაძაბულობის განმუხტვისაკენ მიმართული ძალისხმევისათვის.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა შეაქო ქაშმირის კონლიქტში დაპირისპირებული ორივე ქვეყანა დაძაბულობის განმუხტვისაკენ მიმართული ძალისხმევისათვის.
გარდა ამისა, დონალდ რამსფელდმა უკან წაიღო მინიშნება, რომ ტერორისტული ორგანიზაცია ”ალ-ყაიდის” წევრები, შესაძლოა, ქაშმირის სასაზღვრო რეგიონში მოქმედებდნენ. როგორც რამსფელდმა ისლამაბადში პაკისტანის ლიდერ გენერალ ფერვეზ მუშარაფთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, შეერთებულ შტატებს არ გააჩნია პირდაპირი სამხილები პაკისტანის ტერიტორიაზე ”ალ-ყაიდის” ოპერაციების შესახებ. მან ორივე ქვეყანას, ინდოეთს და პასკისტანს მოუწოდა დიალოგის განახლებისაკენ. დღესვე ინდოეთის საგარეო მინისტრის მოადგილემ, ომარ აბდულამ განაცხადა: [ომარ აბდულას ხმა] ”ინდოეთსა და პაკისტანს შორის დიალოგი გაიმართება, დიალოგი უნდა გაიმართოს. მაგრამ გაიმართება მხოლოდ მას შემდეგ, როცა ჩვენ დავრწმუნდებით, რომ პაკისტანი მიიღებს ზომებს ინდოეთში მეამბოხეების შემოჭრის აღსაკვეთად. ამიტომ, ჩვენ კმაყოფილი ვართ მეამბოხეების შემოჭრის შემთხვევების შემცირებით”. დაძაბულობის განმუხტვის მცდელობის მიუხედავად ქაშმირში ბრძოლები დღესაც გრძელდებოდა. ცნობების თანახმად, პაკისტანის ჯარებმა მოკლეს 2 ინდოელი ჯარისკაცი, რადგან ინდოეთის მხარის მიერ გასროლილმა ჭურვებმა პაკისტანის ტერიტორიაზე 3 სამოქალაქო პირის სიცოცხლე შეიწირა.
XS
SM
MD
LG