Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა ახალი


პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა ახალი მთავრობის ერთგულების ფიცი მიიღო.

პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა ახალი მთავრობის ერთგულების ფიცი მიიღო.
მინისტრები ცალ-ცალკე მიდიოდნენ არაფატთან, რომელიც რამალის შტაბ-ბინაში მაგიდასთან იჯდა, და პირობას დებდნენ, რომ არ გადაუხევევენ პალესტინელთა ხელმძღვანელობის კურსიდან. არაფატმა კვირას, საერთაშორისო თანამეგობრობის მოთხოვნით განახორციელა მინისტრთა კაბინეტის რეფორმა. მინისტრების რიცხვი შემცირდა და თან დაინიშნა შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელსაც პალესტინელების უშიშროების სამსახურის გაძღოლა ევალება. აქამდე ამ მოვალეობას არაფატი ასრულებდა. ახალი კაბინეტი არჩევნებამდე შეასრულებს დროებითი მთავრობის ფუნქციებს. არაფატის განცხადებით, პალესტინელთა ხელმძღვანელობა რამდენიმე დღეში გამოაცხადებს საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების თარიღს. ახალი კაბინეტის პირველი სხდომა ორშაბათს უნდა გამართულიყო, მაგრამ გადაიდო ისრაელის ჯარების რამალაში შეჭრისა და არაფატის შტაბ-ბინის ალყაში მოქცევის გამო. გუშინ ისრაელის არმიამ უკან დაიხია და გამოაცხადა, რომ ოპერაციის დროს 75 პალესტინელი მეამბოხე შეიპყრო.
XS
SM
MD
LG