Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მსოფლიოში სამხედრო ხარჯები გასულ წელს


მსოფლიოში სამხედრო ხარჯები გასულ წელს 2 პროცენტით გაიზარდა.

მსოფლიოში სამხედრო ხარჯები გასულ წელს 2 პროცენტით გაიზარდა.
ამის შესახებ ნათქვამია წლიურ საანგარიშო მოხსენებაში სამხედრო ხარჯების შესახებ, როემელიც სტოკჰოლმში განთავსებულმა "მშვიდობის კვლევის საერთაშორისო ინსტიტუტმა" გამოაქვეყნა. თუმცა აღნიშნულია აგრეთვე, რომ სამხედრო ხარჯების ზრდის მაჩვენებელი გაცილებით უფრო მაღალი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ხარჯებს, რომელიც 11 სექტემბრის ტერაქტების საპასუხო ზომებს დასჭირდა. როგორც საანგარიშო მოხსენებაშია ნათქვამი, 2001 წელს მსოფლიოში სამხედრო სფეროში დაიხარჯა 839 მილიარდი დოლარი. ყველაზე დიდი ხარჯი გაიღო აშშ-მა. უდიდესი იმპორტიორი იყო ჩინეთი, ხოლო უდიდესი ექსპორტიორი რუსეთი.
XS
SM
MD
LG