Accessibility links

logo-print

უზბეკეთი სუუამი-დან გასვლას აპირებს.


უზბეკეთი სუუამი-დან გასვლას აპირებს.

უზბეკეთი სუუამი-დან გასვლას აპირებს.
უზბეკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სადიკ საფაიევმა დღეს გამოაცხადა, რომ მისმა ქვეყანამ გადაწყვიტა, გავიდეს 5 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკის სტრატეგიული ალიანსიდან: სუუამი-დან, რომელშიც უზბეკეთის გარდა საქართველო, უკრაინა, მოლდოვა და აზერბაიჯანი შედიან. საფაიევის თქმით, ტაშკენტმა უკვე შეატყობინა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სუუამი-ს დანარჩენი წევრი ქვეყნების საელჩოებს. გარდა ამისა, მან წერილობითი შეტყობინება გაუგზავნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს – აზერბაიჯანი სუუამი-ს ამჟამინდელი მორიგე თავმჯდომარეა. სუუამი შეიქმნა 1997 წელს, როგორც პოლიტიკური, ეკონომიკური და სტრატეგიული ალიანსი რუსეთის გავლენის მიღმა ურთიერთობის მექანიზმების შესაქმნელად. უზბეკეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ალიანსიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიზეზია ის გარემოება, რომ ტაშკენტი ვერ ხედავს წინსვლას დასახული მიზნების მიღწევის მიმართულებით.
XS
SM
MD
LG