Accessibility links

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი


"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, დატოვოს პარლამენტი,

"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი მზად არის, დატოვოს პარლამენტი,
თუ ლეიბორისტთა ლიდერი, შალვა ნათელაშვილი მას საჯაროდ დაპირდება, რომ მხარს დაუჭერს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევნებში. როგორც სააკაშვილმა საინფორმაციო სააგენტო "კავკას-პრესს" განუცხადა, ის მზად არის, პირობა წერილობით დადოს. მანამდე ნათელაშვილმა სააკაშვილს საკრებულოში მხარდაჭერა აღუთქვა, თუ სააკაშვილი ხვალ 15 საათამდე დაწერს განცხადებას პარლამენტიდან წასვლის თაობაზე. ამასთან, ნათელაშვილმა აღნიშნა, რომ სააკაშვილის მხარდაჭერა არ ნიშნავს პოლიტიკური ალიანსის შექმნას.
XS
SM
MD
LG