Accessibility links

logo-print

ავღანეთის ტრადიციულმა საკრებულომ "ლოია ჯირგამ"


ავღანეთის ტრადიციულმა საკრებულომ "ლოია ჯირგამ" სახელმწიფოს მეთაურად ჰამიდ კარზაი აირჩია.

ავღანეთის ტრადიციულმა საკრებულომ "ლოია ჯირგამ" სახელმწიფოს მეთაურად ჰამიდ კარზაი აირჩია.
”ლოია ჯირგის” თავმჯდომარე იზმაილ ყასიმიარის განცხადებით, კარზაის 1295 ხმა ერგო. მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა ორ კონკურენტზე. კენჭისყრაში სულ 1575 დელეგატი მონაწილეობდა. გამარჯვებულის გამოცხადებას ”ლოია ჯირგაში” მქუხარე ტაში მოჰყვა. ჰამიდ კარზაი ხელმძღვანელობდა ავღანეთის დროებით ადმინისტრაციას, რომელიც 6 თვის წინ შეიქმნა. ახლა ის გაუძღვება გარდამავალი პერიოდის მთავრობას 2004 წელს საყოველთაო არჩევნების გამართვამდე. დღეს უფრო ადრე, კარზაიმ ”ლოია ჯირგაში” მისი კანდიდატურის წამოყენების შემდეგ პირობა დადო, რომ იზრუნებს მშვიდობაზე, უშიშროებასა და ავღანეთის დამოუკიდებლობაზე. ახლა დელეგატების ამოცანაა გარდამავალი პერიოდის მთავრობის ჩამოყალიბება.
XS
SM
MD
LG