Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირში, არ წყდება


ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირში, არ წყდება ორმხრივი სარაკეტო და საარტილერიო სროლები.

ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირში, არ წყდება ორმხრივი სარაკეტო და საარტილერიო სროლები.
სულ ცოტა 3 ადამიანი დაიღუპა და ოცზე მეტი დაიჭრა დღეს. შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, რომელიც სამხრეთი აზიის რეგიონშია მივლინებული სამშვიდობო მისიით, ინდოეთსა და პაკისტანს მოუწოდა – შეწყვიტონ სროლები საზღვრისპირა ზოლში და პირდაპირი მოლაპარაკება დაიწყონ კონფლიქტის მოსაგვარებლად. ინდოეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ქალაქ სრინაგარში თავდასხმა მოხდა დღეს ქაშმირის იმ ნაწილის ადმინისტრაციის უფროსზე, რომელიც ინდოეთის კონტროლქვეშაა. ტერორისტებმა ორი ხელყუმბარა ისროლეს ოფიციალური მიღების დროს. საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა. ამ ტერორისტული აქტის პასუხისმგებლობა აქამდე უცნობმა ექსტრემისტულმა ორგანიზაციამ ”ალ მადინამ” აიღო თავის თავზე.
XS
SM
MD
LG