Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარმა რეიდი განახორციელა დღეს


ისრაელის ჯარმა რეიდი განახორციელა დღეს პალესტინელთა ქალაქ ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.

ისრაელის ჯარმა რეიდი განახორციელა დღეს პალესტინელთა ქალაქ ჯენინში, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
დაპატიმრებათა შესახებ ცნობაში არაფერია ნათქვამი. ისრაელის დაზვერვის მონაცემებით, ჯენინში ტერორისტული აქტი მზადდებოდა ისრაელ მოქალაქეთა წინააღმდეგ. პარასკევს ვაშინგტონში, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი, ახლო აღმოსავლეთში სამშვიდობო პროცესის განახლების თაობაზე ისრაელის შეიარაღებული ძალების შტაბის უფროსს შაულ მოფასს, პალესტინელთა ავტონომიის წარმომადგენელს ნაბილ შაათსა და საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, პრინცს საუდ ალ-ფაისალს ეთათბირა.
XS
SM
MD
LG