Accessibility links

logo-print

ევროპაში ქსენოფობია იზრდება


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა უახლესი გამოკვლევები მიუთითებს, რომ 11 სექტემბრს შეერთებული შტატების წინააღმდეგ განხორციელებული ტერაქტების შემდეგ, დასავლეთ ევროპაში გახშირდა ქსენოფობიისა და რასიზმის გამოვლინებები,

განსაკუთრებით მუსლიმანების წინააღმდეგ.

აი, ზოგიერთი ასეთი შემთხვევა: ამ წლის დამდეგს ჰოლანდიაში მასწავლებელმა უთხრა თავის მოწაფეს, რომ ის, 8 წლის პატარა გოგონა, დამნაშავეა 11 სექტემბრის ტერორისტულ აქტებში. ავსტრიაში, არაბული წარმოშობის სამუშაოc მაძიებელს უთხრეს: “წადი ავღანეთში და იქ მოკვდიო.” დანიაში 14 წლის მუსლიმან გოგონას თავსაფარი მოგლიჯეს. მსგავს შემთხვევებს ევროპის სხვა ქვეყნებშიც ჰქონდა ადგილი.

რასიზმსა და ქსენოფოფიაზე მონიტორინგის ევროპული ცენტრის (მას ვენაში აქვს შტაბ-ბინა) ახალ ანგარიშში ნათქვამია, რომ ევროპის კავშირის ქვეყნებში ტერორისტული თავდასხმების მომდევნო თვეებში გახშირდა ვერბალური და ფიზიკური თადასხმები მუსლიმანებისა და ისლამური ინსტიტუციების წინააღმდეგ.

ჩვენი რადიოსთვის მოცემულ სატელეფონო ინტრევიში, ცენტრის დირექტორმა ბეატე ვინკლერმა თქვა, რომ 11 სექტემბერი მთელს ევროპაში ახდენს გავლენას იმიგრანტების, თავშესაფრისა და სამუშაოს მაძიებლების მიმართ დამოკიდებულებაზე. და არა მარტო მუსლიმანების, არმედ ებრაელებისა და სხვა ჯურმს უცხოელების მიმართაც.

[უინკლერის ხმა] “ჩვენ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ცივი ომის დამთავრების შემდეგ არ შევქმნათ ახალი მტრები. ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემების, კონფლიქტების სიღრმეში ჩაწვდომა და აგრეთვე ინტელექტუალური დიალოგის გაძლიერება”.

ირალანდიაში მამაკაცი, რომელიც მოტოციკლეტით მიდიოდა, გაჩერდა და სილა გააწნა იაპონური წარმოშობის ფრანგ მოქალაქე ქალს, თან ღრიალით ადანაშაულებდა მას ამერიკაზე თავდასხმაში. პორტუგალიაში პოლიციამ გააჩერა ჩალმიანი სიკჰი სიტყვებით: ”ეი,ბინ ლადენ, წარმოადგინე შენი ლოკუმენტებიო”. სიკჰების დევნის შემთხვევები ევროპის სხვადასხვა კუთხეში აღინიშნა, თუმცა მათ რელიგიას, რომელიც 500 წლის წინ წარმოიქმნა, ისლამთან არაფერი აქვს საერთო. შვეციის ავიაკომპანიის “პრემიერ აირლაინის” პილოტმა გამოიძახა აეროპორტის უსაფრთხოების სამსახური და თვითმფრინავიდან სამი არაბი მამაკაცის ჩამოსმა მოითხოვა. არაბები ესპანეთში მიდიოდნენ დასასვენებლად.

ვინკლერის თქმით, რასიზმსა და ქსენოფოფიაზე მონიტორინგის ევროპული ცენტრის გამოკვლევაში უფრო სერილზული და დამაშინებელი შემთხვევებია ჩამოთვლილი – თავდასხმები ფიზიკური ძალისა და იარაღის გამოყენებით, ვანდალიზმი და ცეცხლის წაკიდება. ამასთან, აღნიშნავს ის, არის პოზიტიური ნიშნებიც. პოლიტიკოსები, უმრავლესად ძალიან ფრთხილად და პასუხმგებლობით მოქმედებენ.

ვინკლერის თქმით, გამოკვლევიდან აშკარა გახდა, რომ თავდასხმების უმრავლესობა იმ ადამიანების წინააღმდეგ არის მიმართული, რომლებიც მოსახლეობის უმრავლესობისგან განმასხვავებელ გარეგნულ ნიშნებს ატარებენ მაგალითად, ჩალმებს მამაკაცები და თავსაფრებს ქალები.

რასიზმსა და ქსენოფოფიაზე მონიტორინგის ევროპული ცენტრის დირექტორის თქმით, ტერორისტული თავდასხმების შემდეგ გაიზარდა ინტერესი ისლამის მიმართ – ევროპაში მკვეთრად გაიზარდა ყურანისა და სხვა მუსლიმანური ლიტერატურის წიგების გასაღება.
ამასთან, ვინკლერი აბობს: [ვინკლერის ხმა] “ყველაზე იმედისმომცემი ის არის,რომ დაიწყო კულტურათაშორისი დიალოგები – რელიგიის, კულტურის დონეზე, უნივერსიტეტებს და კვლევით ცენტრებს შორის”

მაგრამ ანგარიში შეშფოთებით აღნიშნავს, რომ ანტიისლამური ქსენოფობია ხშირად ანტისემიტიზმში და სხვა ეთნიკური ჯგუფების წინააღმდეგ მიმართულ გრძნობებში გადადის.

საბერძნეთში რამდენიმე გაზეთში დაიწერა აბსოლუტურად დაუდასტურებელი ამბავი, თითქოს ნიუ იორკის მსოფლიო ვაჭრობის ცენტრის ებრაელი თანამშრომლები 11 სექტემბერს დარჩნენ სახლში, ვინაიდან საიდუმლო გაფრთხილება მიიღეს აფეთქების შესახებ.

ავსტრიაში, თუმცა პოლიტიკურმა პარტიებმა, და მათ შორის ნაციონალისტურმა თავისუფლების პარტიამ, დაჰგმო ანტიისლამური რეაქცია, ამ პარტიის ყოფილმა ლილერმა იორგ ჰაიდერმა განაცხადა, რომ ევროპის კავშირის ქვეყნებში უნდა შეუშვან თავშესაფრის მაძიებლები მხოლოდ და მხოლოდ ევროპის დანარჩენი ქვეყნებიდან

რასიზმსა და ქსენოფოფიაზე მონიტორინგის ევროპული ცენტრის თავმჯდომარის ბობ პერკისის თქმით, “11 სექტემბრის შემდეგ დღითითდღე იზრდება მტრული დამოკიდებულება ისლამური სათვისტომოებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ. საზოგადოებაში გამეფებულმა ტერორისტული თადასხმების შიშმა გააძლიერა უკვე არსებული სტერეოტიპები და მათ წინააღმდეგ აგრესია მთელს ევროპაში გააძლიერა.”

რასიზმსა და ქსენოფოფიაზე მონიტორინგის ევროპული ცენტრი გეგმავს სამუშაოს ძებნის დროს დისკრიმინაციის საკითხის შესწავლას. ცენტრის ცნობით, 11 სექტემბრის შემდეგ ბევრი კომპანია უარს ამბობს კულტურული, რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობის წარმომადგელების სამუშაოზე მიღებაზე.
XS
SM
MD
LG