Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში დღეს რელიგიური


პაკისტანის ქალაქ ლაჰორში დღეს რელიგიური ჯგუფები ქუჩაში გავიდნენ და ქაშმირში მოქმედ ისლამისტ მეომრებს სოლიდარობა

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში დღეს რელიგიური ჯგუფები ქუჩაში გავიდნენ და ქაშმირში მოქმედ ისლამისტ მეომრებს სოლიდარობა

გამოუცხადეს. მათმა წარმომადგენლმა თქვა, რომ იმედგაცრუებული არიან ქვეყნის მეთაურის ფერვეზ მუშარაფის გადაწყვეტილებით, აღარ დაეხმაროს ისლამისტებს.
დემონსტრაციის მომწყობია “ჯამაათ ე ისლამის” ორგანიზაცია.
როგორც ცნობილია, ქაშმირის ოლქი ინდოეთის და პაკისტანის ახლანდელი დაპირისპიერბის მიზეზია. ინდოეთი პაკისტანს ბრალად სდებს, რომ ინდოეთში იქიდან შეაგზავნიან შეირაღებულ პირებს.
ქაშმირის ინდულ ნაწილში დღეს პაკისტანიდან დაშენილმა ცეცხლმა დახოცა სულ მცირე 5 მოქალაქე.ასევე ხუთი შეიარაღებული პირი მოკლეს საზღვრის პირას, როცა ისინი ინდოეთის ტერიტორიაზეც შესვლას ლამობდენენ.
გუშინ ქაშმირის ინდური ნაწილის ადმინისტრაციის მეთაურზე თავდასხმის მცდელობა მოხდა. ის შემთხვევით გადარჩა.
XS
SM
MD
LG