Accessibility links

საფრანგეთის კონსერვატორმებმა მომავალი ხუთი წლით ერთპიროვნულად მართვის მანდატი მიიღეს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა როგორც მოსალონელი იყო, საფრანგეთის მემარჯვენე – ცენტრისტულმა პარტიებმა სრული კონტროლი დაამყარეს პარლამენტის ქვედა პალატაზე – ეროვნულ ასამბლეაზე.

ამასთან, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურში საარჩევნო უბნებში გამოცხადდა სარეკორდოდ დაბალი რიცხვი, ყოველი ხუთი ამომრჩევლიდან ორი.

ახლა კონსერვატორებს ხელთ უპყრიათ კონტროლი ქვეყნის ყველა მთავარ პოლიტიკურ ორგანოზე, მათ შორის სენატსა და უზენაეს სასამართლოზე ანუ კონსტიტუციურ საბჭოზე. ამგვარად, მათ მიეცათ იშვიათი შანსი გაატარონ სოციალური და ეკონომიკური რეფორმები, რომელიც უკვე დიდი ხანია სჭირდება ქვეყანას.

კონსერვატორმა პრემიერ-მინისტრმა ჟან რაფარენმა, გამოვიდა რა მთავარი მემარჯვენე პარტიის – “საპრეზიდენტო უმრავლესობის კავშირის” მხარდამჭერთა წინაშე, თქვა: [რაფარენის ხმა] “ეს არის კავშირისა და ნდობის წარმატება, კავშირისა და ნდობის პრეზიდენტსა და მთავრობას, კავშირისა და ნდობის მთავრობასა და პარლამენტს, კავშირისა და ნდობის საფრანგეთსა და ჩვენს ქმედებებს შორის “

კვირა დღის კენჭისყრის შედეგები მიუთითებს, რომ ამომრჩევლებს უკვე აღარ სურთ კონსერვატორი პრეზიდენტისა და მემარცხენე პარლამენტის ე.წ. “თანაცხოვრება”. ასეთი თანაცხოვრების ხუთი წლის განმავლობაში (1997-დან 2002-მდე ) ხელისუფლების უმოქმედობამ როგორც შინაგან, ისე საგარეო პოლიტიკის სფეროებში, აშკარად დაარწმუნა ბევრი, რომ პრეზიდენტ ჟაკ შირაკს საჭიროა მიეცეს უმრავლესობა საკანონმდებლო ორგანოში.

კონსერვატორებმა მიიღეს 399 ადგილი 577 წევრიან პარლამენტში. მემარცხენე ფრთამ, მათ შორის კომუნისტებმა, მწვანეებმა და, ბოლო არჩენებამდე, მმართველმა სოციალისტებმა ჯამურად, 178 ადგილი მოაგროვეს.

ყველაზე მეტად დაზარალდნენ სოციალისტები, რომელთაც მხოლოდ 140 ადგილი ერგოთ. რამდენიმე გამოჩენილი სოციალისტი ლიდერი საერთოდ არ მოხვდა პარლამენტში, მათ შორის ყოფილი სოციალურ საქმეთა მინისტრი ქნ-ი მარტინ ობრი, წინა მემარცხენე მთავრობის მიერ შემოღებული სავალდებულო 35 საათიანი სამუშაო კვირის მთავარი ავტორი.

მიუხედავად გამარჯვებისა, პრეზიდენტისა და პარლამენტის წინ ადვილად გადასაჭრელი ამოცანები არ დგას. შირაკმა პირობა დადო, რომ 5 პროცენტით შეამცირებს პირად შემოსავალზე გადასახადს და მიიღებს მკაცრ ზომებს ქუჩაში გაბატონებული ბორტმოქმედების წინააღმდეგ. პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი აგრეთვე შეეცდებიან საფრანგეთის მეტისმეტად გულუხვი საპენსიო სისტემის მოდიფიცირებას და ქრონიკული უმუშევრობის დონის შემცირებას. ამჟამად საფრანგეთში უმუშევრობის დონე 10 პროცენტს აღწევს.

კვირა საღამოს გამოსვლაში რაფარენმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ სწრაფად და მტკიცედ იმოქმედებს აღებული ვალდებულებების განსახორციელებლად.

“არჩევნებით პრობლემები არ თავდება. ჩვენ ვიმუშავებთ, რათა ჩვენი ხალხის ცხოვრება უფრო ადვილი და უფრო კარგი იყოსო,“ თქვა საფრანგეთის პრემიერმა.
XS
SM
MD
LG