Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს იერუსალიმში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა.


დღეს იერუსალიმში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. სულ მცირე 19 ადამიანი დაიხოცა.

დღეს იერუსალიმში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. სულ მცირე 19 ადამიანი დაიხოცა.
დაიჭრა 50, მათ შორის სკოლის მოსწავლეები. მოსწავლები არიან დახოცილთა შორისაც.
ისრაელის საშინაო უშიშროების მინისტრმა უზი ლანდაუმ თქვა, რომ თუკი ჯორჯ ბუში კვლავაც ახსენებს პალესტინელთა სახელმწიფოს, ეს იქნება ნათელი ხელშეწყობა ტერორიზმის მომავლისთვისო.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა უმკაცრესად დაგმო ეს ტერაქტი. მან გადადო თავის გამოსვლა, რომლის დროსაც ის აპირებდა პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის გეგმა გამოექვეყნებინა. თეთრი სახლის თანამშრომლის თანახმად, პრეზიდენტის გადაწყვეტილება არ არის კავშირში ტერაქტთან.
ტერაქტი დაგმო ევროპის კავშირმა, ასევე გაეროს ადამინის დაცვის უზენაესმა კომისარმა მერი რობინსონმა. პალესტინელთა თვითმართველობამ იერუსალიმის აქტს უბედური შემთხვევა უწოდა. “ჰამასის” ჯგუფმა, რომელმაც იკისრა მომხდარზე პასუხისმგებლობა, განაცხადა, რომ თავისი მიწის განთავისუფლებისთვის მებრძოლმა პალესტინელმა ხალხმა ამ აქტით აჩვენა საკუთარი ნება.
დღესვე ისრაელის ჯარმა მოკლა “ისლამური ჯიჰადის” ჯგუფის ლიდერი.
XS
SM
MD
LG