Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელი პალესტინელთა ტერიტორიების რეოკუპაციას აპირებს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს 19 ივნისს ისრაელმა გამოაცხადა, რომ ცვლის თავის პოლიტიკას პალესტინელების მიმართ. იერუსალიმის 18 ივნისის ტერორისტული აქტის შემდეგ,

რომელშიც 20 ადამიანი (ტერორისტის ჩათვლით) დაიღუპა, ისრაელი პალესტინელთა თვითმმართველობის ქვეშ მყოფი ტერიტორიების თანდათანობით რეოკუპაციას აპირებს.

ისრაელის არმიამ უკვე დაიკავა მდინარე იორდანეს დასავლეთი ნაპირის ის სამი ქალაქი, სადაც თავდახმის რამდენიმე ათეული ტერორისტული გაგმა შემუშავდა.
ქალაქ ჯენინისა და მის მიმდებარე პალესტინელ ლტოლვილთა ბანაკში ჯარისკაცები, როგორც ჩანს ხანგრძლივად დარჩენას გეგმავენ. მათ იქ მობილური ბანაკი გაშალეს.

ისრაელის მთავრობის პრესმდივანმა არიე მეკელმა განაცხადა, რომ ახალი პოლიტიკის მიზანია აიძულოს პალესტინელთა ლიდერი იასირ არაფატი გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას ტერორისტული საქმიანობის აღსაკვეთად.

[მეკელის ხმა] "იერუსალიმში გუშინდელი საშინელი ტერორისტული აქტის შედეგ ისრაელის კაბინეტმა გადაწყვიტა გადამწყვეტი ნაბიჯები გადადგას პალესტინელთა ხელმძღვანელობის და ტერორისტული ორგანიზაციების წინააღმდეგ. ამიერიდან ჩვენი პოლიტიკა იცვლება: ისრაელის მოქალაქეების, ისრაელის სახელმწიფოს წინააღმდეგ ყოველ ტერორისტული აქტის საპასუხოდ, ისრაელი დაიკავებს პალესტინელთა ტერიტორიის ნაწილს. ჩვენ დავრჩებით ამ ტეროიტორებზე იქამდე, სანამ არ შეწყდება ტერორი."

შეკითხვაზე, აპირებს თუ არა ისრაელი პალესტინელთა თვითმმართველობის გაუქმებას მან თქვა: "იმედი მაქვს საქმე აქამდე არ მივაო"

მემარჯვენე ფრთის პოლიტიკოსები კარგა ხანია მოითხოვენ იმ მიწების დაბრუნებას, რომლებიც გადაეცა პალესტინელებს 1990-იანი წელბის შუაში, შუალედური სამშვიდობო შეთანხმების საფუძველზე. ზომიერი შრომის პარტია, რომელიც შედის კოალიციურ მთავრობაში, ეწინააღმდეგება ამ იდეას.

პალესტინელთა ავტონომიის ოფიციალურმა პირებმა - არაფატის თანაშემწეებმა, თუმცა სიტყვიერად დაგმეს ტერორისტული აქტი, ყველაზე სისხლიანი იერუსალიმში 1996 წლის შემდეგ, განაცხადეს, რომ ისრაელის ახალი პოლიტიკა მხოლოდ გააძლიერებს სისხლისღვრას და ექსტრემისტებს კიდევ მეტი თავდასხმებისკენ წააქეზებს.

ექსტრემისტული ორგანიზაცია "ჰამასი", რომელიც პრინციპში ეწინააღმდეგება ისრაელთან ნებისმიერ სამშვიდობო დარეგულირებას, და რომელმაც თავის თავზე აიღო პასუხისმგებლობა სამშაბათის სისხლისღვრაზე, პირობა დადო, რომ გააგრძელებს, მისი სიტყვით, "ავტობუსების ომს".

ისრაელის მიერ პოლიტიკის შეცვლას ჯერჯერობით შეერთებული შტატების რეაქცია არ მოჰყოლია. პრეზიდენტი ჯორჯ ბუში სწორედ სამშაბათს აპირებდა გეგმის გამოცხადებას პალესტინელთა სახელმწიფოს შექმნის შესახებ. თეთრი სახლის სიტყვით, 18 ივნისის ტერორისტული აქტის შემდეგ, ბუშს არ გადაუფიქრებია თავისი განზრახვა, მან მხოლოდ გადადო გამოსვლა ხუთშაბათის ან პარასკევისთვის.
ისრაელის მემარჯვენე პოლიტიკოსების აზრით, ასეთი განცხადება დაარწმუნებს პალესტინელებს, რომ ტერორისტული მეთოდები ამართლებს და სულაც არ არის საჭირო ამ საქმიანობის შეჩერება.

ორგანიზაცია "ჰამასის" განცხადებით, ამფეთქებელი იყო 22 წლის სტუდენტი მოჰამედ ალ-ღოული. წინა დღეებში მან მოიარა ნათესავები, როგორც ახლა მიხვდნენ, დასამშვიდობებლად.

მის მიერ დატოვებულ წერილში ნათქვამია: "რა შესანიშნავია გააკეთო ბომბი და მოკლა მტერი".
ავტობუსში, რომელიც მან ააფეთქა არაბებიც ისხდნენ.

2000 წლის სექტემბრის შემდეგ, 21 თვის განმავალობაში პალესტინელებმა 70 თვითმკვლელური აფეთქება მოაწყვეს ისრაელში.
XS
SM
MD
LG