Accessibility links

logo-print

ავღანეთის გარდამავალი ხელისუფლების თავმჯდომარემ ჰამიდ


ავღანეთის გარდამავალი ხელისუფლების თავმჯდომარემ ჰამიდ კარზაიმ სრულიად ავღანეთის საბჭოს "ლოია ჯირგას" მიმართა.

ავღანეთის გარდამავალი ხელისუფლების თავმჯდომარემ ჰამიდ კარზაიმ სრულიად ავღანეთის საბჭოს "ლოია ჯირგას" მიმართა.
კარზაიმ დელეგატებს უთხრა, რომ თუკი მის მიერ დასახელებული მთავრობა ვერ უზრუნველყოფს მშვიდობას ქვეყანაში, ის გადადგება. კარზაიმ დღეს "ჯირგას" წარუდგინა თავისი 14 წევრიანი კაბინეტის შემადგენლობა, რომელიც "ჯირგამ" ერთხმად დაამტკიცა. საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრების პოსტები ეთნიკურ ტაჯიკებს, ეგრეთწოდებული "ჩრდილოეთის ალიანსის" წარმომადგენლებს დარჩათ. შინაგან საქმეთა მინისტრი გახდა ეროვნებით პუშტუნი ტაჯ მოჰამად ვარდაკი. ფინანსები კარზაის უახლოეს მრჩეველს აშრაფ ღანის ჩაბარდა. გარდამავალი მთავრობა წელიწადნახევარი გაუძღვება ქვეყანას. დღესვე კარზაიმ ფიცი დადო.
დღეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ამ კვირაში ავღანეთს დატოვებს ამ ქვეყნის არმიის ნაწილი. ბაღრამის სამხედრო ბაზიდან გავლენ ბრიტანეთის სამეფო საზღვაო ფლოტის ყველა 1700 მეომარი. ქაბულიდან კი წავლენ 1300 ჯარისაკაციდან 900.

XS
SM
MD
LG