Accessibility links

ავღანეთის ახალი გარდამავალი მთავრობის მეთაურმა


ავღანეთის ახალი გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა,

ავღანეთის ახალი გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ განაცხადა,
რომ აუცილებელია ერთიანობა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისა, რომლებიც მისივე თქმით, არა საველე მეთაურებს, არამედ თავდაცვის სამინისტროს უნდა დაემორჩილოს. კარზაიმ განაცხადა აგრეთვე, რომ ავღანეთის ყოველმა მოქალაქემ განუხრელად უნდა შეასრულოს გარდამავალი მთავრობის განკარგულებები; მთავრობისა, რომლის მეთაურად გუშინ დაინიშნა იგი ოფიციალურად. ჰამიდ კარზაიმ, მოლაპარაკება გამართა დღეს ქაბულში ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრ იუნის ქანუნისთან, რომელიც უკმაყოფილოა იმით, რომ ახალ მთავრობაში იგი განათლების მინისტრად დანიშნეს. კარზაიმ თქვა, რომ ქანუნიმ, შესაძლოა, უფრო მაღალი თანამდებობა მიიღოს. დღესვე, თურქეთმა ოფიციალურად გადაიბარა დიდი ბრიტანეთისგან ავღანეთში განთავსებული მრავალეროვანი სამშვიდობო ძალების სარდლობა. საზეიმო ცერემონია ქაბულში გაიმართა.
XS
SM
MD
LG