Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა


პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა მოუწოდა დღეს თავის თანამემამულეებს – შეწყვიტონ ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმა.

პალესტინელთა ავტონომიის ლიდერმა იასირ არაფატმა მოუწოდა დღეს თავის თანამემამულეებს – შეწყვიტონ ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმა.
”მინდა ჩემი ხალხისა და ყველას გასაგონად განვაცხადო, რომ ჩვენ წინააღმდეგი ვართ ტერორისტული ქმედებებისა მშვიდობიანი მოსახლეობის, პალესტინელი თუ ისრაელი მოქალაქეების წინააღმდეგ”-განაცხადა იასირ არაფატმა. მაგრამ, პალესტინელთა ორმა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ ჰამასმა და ისლამურმა ჯიჰადმა განაცხადეს, რომ ორი უკანასკნელი ტერაქტი იერუსალიმში თავდაცვის მიზნით იქნა განხორციელებული ოკუპაციის წინააღმდეგ, და თან დასძინეს, რომ ვიდრე ისრაელი არ შეწყვეტს პალესტინელ მოქალაქეთა ხოცვას, ტერორისტული თავდასხმები ისრაელზე კვლავაც გაგრძელდება. უთანმოხებაა ისრაელშიც პრემიერ-მინისტრ არიელ შარონის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თანდათანობით დაიკავოს პალესტინელთა ტერიტორები, ვიდრე თვითმკვლელ ტერორისტთა თავდასხმები არ შეწყდება. თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა განაცხადა, რომ პალესტინელთა ტერიტორიების ხელახალი ოკუპაციის კატეგორიული წინააღმდეგია.
XS
SM
MD
LG