Accessibility links

logo-print

პოლიციამ პაკისტანში დააპატიმრა 6 არაბი


პოლიციამ პაკისტანში დააპატიმრა 6 არაბი, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” კავშირში არიან ეჭვიმტანილი.

პოლიციამ პაკისტანში დააპატიმრა 6 არაბი, რომლებიც ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთან” კავშირში არიან ეჭვიმტანილი.
იუწყებიან, რომ დაპატიმრებულთაგან 3 – იემენის მოქალაქეა, ერთი – მალდივის კუნძულების მკვიდრი. კიდევ ორის ვინაობა ჯერ არ დაუდგენიათ. როგორც პოლიციის წარმომადგენელმა განაცხადა, ექვსივე, პაკისტანში ჩავიდა ავღანეთიდან, სადაც თალიბების მხარდამხარ იბრძოდა. პაკისტანის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ დაპატიმრებულები არ არიან დაკავშირებული ქალაქ კარაჩიში, ამერიკის საკონსულოსთან ამას წინათ მომხდარ აფეთქებასთან, რამაც 12 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ანტიტერორისტული კამპანიის მსვლელობისას, სულ პაკისტაში, ”ალ-ყაიდასთან” კავშირში ეჭვმიტანილი 300-დე ადამიანი დააპატიმრეს.
XS
SM
MD
LG