Accessibility links

logo-print

გროზნოს რაიონის სოფელ ჩეჩენ-აულის მახლობლად


გროზნოს რაიონის სოფელ ჩეჩენ-აულის მახლობლად შეტაკება მოხდა დღეს რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და ჩეჩენ მეამბოხეთა რაზმს შორის,

გროზნოს რაიონის სოფელ ჩეჩენ-აულის მახლობლად შეტაკება მოხდა დღეს რუს სამხედრო მოსამსახურეებსა და ჩეჩენ მეამბოხეთა რაზმს შორის,
რის შედეგად ორი რუსი ჯარისკაცი დაიჭრა; რუსებმა ერთი მეამბოხე მოკლეს; კიდევ ხუთმა – გაქცევა მოახერხა. ამასობაში, ჩეჩნეთის პროკურატურამ სისხლის სამართლის რამდენიმე საქმე აღძრა იმ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით, რუსმა სამხედროებმა რომ ჩაიდინეს შალის რაიონის სოფელ მესკერ-იურტში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, სოფელ მესკერ-იურტის შემოგარენში 24 ადგილობრივი მკვიდრის გვამები ნახეს.კიდევ რვა ადამიანის ბედი, მაისში ჩატარებული ”წმენდის” დროს რომ დააკავეს სამხედროებმა, დღემდე გაურკვეველია. ნოჟაი-იურტის რაიონში, დაუდგეელმა პირებმა, სოფელ ბენოის ადმინისტრაციის უფროსი და მისი ორი თანაშემწე გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG