Accessibility links

logo-print

რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის სასამართლო


რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის სასამართლო პროცესზე დონის როსტოვში,

რუსი პოლკოვნიკის, იური ბუდანოვის სასამართლო პროცესზე დონის როსტოვში,
დამცველმა ვექილებმა დღეს წამოაყენეს წინადადება, რომ ბრალდებული მთლიანად იქნეს გამართლებული. ვექილმა ანატოლი მუხინმა განაცხადა, რომ ბუდანოვი, რომელსაც ჩეჩენი გოგონას, ელზა ყუნგაევას გატაცებასა და მკვლელობაში ედება ბრალი – არ მიაჩნია დამნაშავედ. სამშაბათს, სამხედრო პროკურორი გამოვიდა წინადადებით, რომ შეურაცხადობის გამო იური ბუდანოვი გაათავისუფლონ. პროკურორმა სასამართლოს განუცხადა, რომ ბრალდებული, ასევე არ მიაჩნია დამნაშავედ. როგორც გამოძიებით დადგინდა, 2000 წლის 27 მაისს, ჩეჩნეთში ბუდანოვმა, მაშინ 160-ცე სატანკო ნაწილის უფროსმა, გაიტაცა და დაახრჩო 18 წლის ელზა ყუნგაევა. რუსი ექსპერტი- მედიკოსები ამტკიცებენ, რომ მკვლელობის მომენტში ბუდანოვი – შეურაცხადი იყო.
XS
SM
MD
LG