Accessibility links

მოსკოვში, მერის მოადგილეზე, იოსებ ორჯონიკიძეზე


მოსკოვში, მერის მოადგილეზე, იოსებ ორჯონიკიძეზე მოხდა თავდასხმა.

მოსკოვში, მერის მოადგილეზე, იოსებ ორჯონიკიძეზე მოხდა თავდასხმა.
მიღებული ცნობის თანახმად, ორჯონიკიძე არ დაშავებულა. სროლის დროს მერის მოადგილის მცველი და გვერდით მიმავალი ავტობუსის მგზავრი დაიჭრნენ. ერთ-ერთი თავდამსხმელი – მოკლულია. ორჯონიკიძის ავტომანქანას დღეს დილით გაუხსნეს ცეცხლი რუბლიოვის ავტომაგისტრალზე. ეს უკვე მეორე თავდასხმაა იოსებ ორჯონიკიძეზე. 2000 წლის დეკემბერში, მის ავტომანქანას მერიის შენობის მახლობლად გაუხსნეს ცეცხლი. მაშინ ორჯონიკიძე მძიმედ დაიჭრა, ხოლო მისი მძღოლი – დაიღუპა.
XS
SM
MD
LG