Accessibility links

logo-print

კიდევ ერთ ჟურნალისტს მოელის გასამართლება


კიდევ ერთ ჟურნალისტს მოელის გასამართლება ბელორუსიაში

კიდევ ერთ ჟურნალისტს მოელის გასამართლება ბელორუსიაში
იმის გამო, რომ მან, წაყენებული ბრალდების თანახმად, პრეზიდენტ ალექსანდრ ლუკაშენკას ცილი დასწამა. ვიქტორ ივაშკევიჩმა ჩვენი რადიოსათვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრალდება მას, გასული წლის წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობისას დამოუკიდებელ გაზეთ ”რაბოჩიში” გამოქვეყნებული სტატიის გამო წაუყენეს. სტატიაში ნათქვამი იყო, რომ ლუკაშენკამ იარაღის უკანონო გაყიდვითა და სავაჭრო ტარიფების ხელოვნურად გაზრდის გზით, აგრეთვე იმითაც გაისქელა ჯიბე, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ნარკოტიკების არალეგალური ტრანსპორტირება დაუშვა, მაგრამ ”რაბოჩის” ეს ნომერი მოსახლეობაში არ გავრცელებულა, ვინაიდან საქმეში პოლიცია ჩაერია. ხვალ მინსკში უნდა დამთავრდეს ოპოზიციური ჟურნალის, ”პაგონიას” მთავარი რექტორის, ნიკოლაი მარკევიჩისა და მისი კოლეგის, პაველ მოჟაიკოს სასამართლო პროცესი. წაყენებული ბრალდების თანახმად, საპრეზიდენტო არჩევნების მსლელობისას მარკევიჩმა და მოჟაიკომ გამოაქვეყნეს ორი სტატია და პოემა, რომლებშიც ლუკაშენკა იყო გაკრიტიკებული.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, ჟურნალმა ”პაგონიამ” შეწყვიტა არსებობა.
XS
SM
MD
LG