Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ვარაუდით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებულ სამშვიდობო ძალებს მანდატის ვადა გაუგრძელდებათ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ირაკლი მენაღარიშვილის ვარაუდით, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში განთავსებულ სამშვიდობო ძალებს მანდატის ვადა გაუგრძელდებათ.

მინისტრმა დასძინა, რომ ამ ეტაპზე კონფლიქტის ზონიდან მშვიდობისდამცველთა გაყვანას, შესაძლოა, სიტუაციის გამწვავება მოჰყვეს. დღეს გამართულ ბრიფინგზე საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა კახა სიხარულიძემ განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ასევე ურჩია საქართველოს აფხაზეთში რუსეთის სამშვიდობო ძალებისათვის მანდატის გაგრძელება. კახა სიხარულიძის თქმით, საქართველოს მხარე არ ითხოვს სამშვიდობო ოპერაციის შეწყვეტას და მხოლოდ სურს, რომ იგი უფრო ეფექტიანად წარიმართოს.
XS
SM
MD
LG