Accessibility links

logo-print

აშშ მხარს უჭერს აფხაზეთში სამშვიდობო


აშშ მხარს უჭერს აფხაზეთში სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის ვადის 6 თვით გაგრძელებას – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის რიჩარდ ბაუჩერის წერილობით განცხადებაში.

აშშ მხარს უჭერს აფხაზეთში სამშვიდობო ძალებისთვის მანდატის ვადის 6 თვით გაგრძელებას – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივნის რიჩარდ ბაუჩერის წერილობით განცხადებაში.

რუსეთის სამშვიდობო ძალებს, რომლებიც აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში დსთ-ის ეგიდით 1994 წლიდან იმყოფებიან, მანდატის ვადა 30 ივნისს ეწურება. “როგორც საქართველო, ისე აშშ დაინტერესებული არიან კონფლიქტის უსწრაფესი მოგვარებით და მშვიდობიან მოლაპარაკებებზე გადასვლით იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც თავად აფხაზეთის რესპუბლიკას და დევნილთა დაბრუნების პრობლემას ეხება”, ნათქვამია რიჩარდ ბაუჩერის განცხადებაში. პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი ბათიაშვილის აზრით, აშშ-ის მთავრობას აღელვებს ის გარემოება, რომ მშვიდობისდამცველთა გასვლის შემთხვევაში კონფლიქტის ზონა აბსოლუტურად დაუცველი დარჩება. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს ირაკლი ბათიაშვილის სიტყვები იმის თაობაზე, რომ საქართველოს ხელისუფლებას არ შეუმუშავებია უსაფრთხოების კომპლექსური გეგმა და მექანიზმები, რომელიც სამშვიდობო ძალების გასვლის შემთხვევაში იმუშავებდა.
XS
SM
MD
LG