Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპის კავშირის სამიტი რთული საკითხების გადაჭრას აპირებს


პარასკევს ესპანეთში, სევილიაში, ევროპის კავშირის 15 სახელმწიფოს უმაღლესი დონის შეხვედრა დაიწყო. მისი მონაწილეებისგან ევროპა, და არა მარტო კონტინენტის ეკონომიკურად განვითარებული ნაწილი,

ურთულეს შეკითხვებზე მარტივ პასუხებს მოელის.
ევროპის კავშირი გზაჯვარედინზეა, მისი წევრების რიცხვი, ამჟამად 15, მომავალ წლებში 25-მდე უნდა ავიდეს.
ვიდრე სევილიის სამიტის მთავარ თემებზე ვისაუბრებდეთ, გეტყვით, რომ სამიტის დაწყება გადაიდო მცირე ხნით იმის გამო, რომ ტრანსპორტის სფერო გაფიცულია ესპანეთში.

მთავარი თემა ამ სამიტისა უკანონო იმიგრაციაა. ბოლო ხანს გაქრა ძველი ლიბერალური დამოკიდებულება იმიგრაციის მიმართ. ევროპის კავშირმა გადაწყვიტა, შეებრძოლოს უცხოელთა ამ მოზღავებას და შესაბამის სახელმწიფოებზე ზეწოლის ბერკეტები შეიმუშაოს. ამ თემაზე სამიტის პირველ დღეს სახელმწიფოები ნაწილობრივ მორიგდნენ. გადაწყდა ერთი: მუქარა იმ ქვეყნების მიმართ, რომელებიც არ მიიღებენ უკანანო ემიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლაში აქტიურ მონაწილეობას, სანქციებით მუქარა არ იქნება. გაეროს ადამიანის უფლებების და ლტოლვილთა უზენაესმა კომისარიატებმა გააფრთხილეს ევროპის კავშირის ქვეყნები, რომ უკანონო ემიგრაციასთან ბრძოლის პარალერულად ნათელი უნდა გახდეს კანონიერი ემიგრაციის არხების არსებობა.

აქვე მოკლედ უნდა ითქვას, რომ გერმანიის მემარცხენე მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონი ემიგრაციაზე ძლივს გავიდა და ახლა, მას მერე, რაც პრეზიდენტმა ის დაამტკიცა, კვლავ, დავის თემად რჩება. ოპოზიცია, მემარჯვენე პარტიები საკონსტიტიუციო სასამართლოში ჩივიან. მთავრობა მიიჩნევს, რომ ეს კანონი გერმანიის რეალობას გამოხატავს.
ევროპის კავშირი ცდილობს თავის მომავალ წევრებს საზღვრები გაამაგრებინოს, რითაც ავტომატურად, საკუთარ საზღვარსაც გაიმაგრებს. აქვე გავიხსენებ ადამიანის უფლების დამცველი ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის მოწოდებას კავშირისადმი, ნუ გამოუცხადებენ ომს ემიგრაციას, რადგან ამან შეიძლება უხეშად დაარღვიოს ადამიანის უფლებები, რომელთა დაცვაც კავშირის წევრი ქვეყნების პრინციპს წარმოადგენს.
სტატისტიკა ამბობს, რომ წლიურად ევროპის კავშირში მილიონნახევარი უკანონო ემიგრანტი ჩადის, კანონიერთა რიცხვი კი 700 ათასს აღწევს.
სევილიის სამიტი ევროპის კავშირში მომჭირნეობის საკითხს განიხილავს. პარასკევს ღამით, სამიტის დაწყებამდე, მადრიდში იქნა მიღწეული კომპრომისი, რომელიც კავშირის "ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიმართულების" შესახებ დოკუმენტის მიღებას შესაძლებელს გახდის.
როგორ დაეხმარონ სოფლის მეორნეობას, გლეხებს კავშირში, ეს არის მტკივნეული საკითხი, რომელიც ასევე უნდა წინ წაწიოს სამიტმა. და ბოლოს, კიდევ ერთი აქტუალური თემა, ევროპული უსაფრთხოება, თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამა. ოფიციალურად ნატოს სტრატეგია და ევროპის კავშირის უსაფრთხოების პროგრამა ორი სხვადსხავა რამ არის.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG