Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არალეგალური იმიგრაციის პრობლემა და ევროკავშირის


არალეგალური იმიგრაციის პრობლემა და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა იყო თათბირის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში.

არალეგალური იმიგრაციის პრობლემა და ევროკავშირის გაფართოების პერსპექტივა იყო თათბირის მონაწილეთა ყურადღების ცენტრში.
დასკვნითი დოკუმენტი მოუწოდებს ევროკავშირის წევრ-ქვეყნებს, ერთობლივი პოლიტიკა შეიმუშაონ არალეგალური იმიგრაციის აღსაკვეთად. დოკუმენტში აღნიშნულია ამასთანავე, რომ
ნოემბრისთვის საბოლოოდ დაზუსტდება ის საფინანსო პირობები, რაც კანდიდატმა ქვეყნებმა უნდა დააკმაყოფილონ ევროკავშირში გასაწევრიანებლად. მოელიან, რომ 2003 წლის გაზაფხულზე, წინასწარი შეთანხმებები იქნება ხელმოწერილი ევროკავშირში 10 ახალი წევრის მიღებასთან დაკავშირებით. ეს ქვეყნებია: უნგრეთი, კვიპროსი, ლატვია, ლიტვა, მალტა, პოლონეთი, სლოვაკეთი, ჩეხეთი და ესტონეთი.
XS
SM
MD
LG